საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „უაღრესად მოხარული ვარ, რომ გმასპინძლობთ ქართველი და ებრაელი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში“
1-Rad-sazog-1საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის აბსორბაციის მინისტრ სოფა ლანდვერთან სამუშაო სადილი გამართა. მხარეებმა საქართველო–ისრაელის თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ქართულ–ებრაული 26 საუკუნოვანი იუბილის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
ამ მეგობრობის მნიშვნელობა ჩვენთვის შეუფასებელია და გვსურს, რომ ეს ისტორია ცოცხლად შევუნახოთ მომავალ თაობებს საქართველოსა და ისრაელში,“– აღნიშნა პრემიერმა.