საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ისტორიული მოვლენაა“
1-Otmena-sazog-2საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. აღინიშნა, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა რიგ მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შესახებ. მჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გაუქმება ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც ხალხთა შორის კონტაქტს უწყობს ხელს და აძლიერებს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებებს შემდგომი მეგობრობისა და პარტნიორობის გაღრმავების კუთხით,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება ისრაელის აბსორბციის მინისტრმა სოფა ლანდვერმა.
ჩვენ ურთიერთთანამშრომლობის ფართო სპექტრი გაგვაჩნია. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება,“–განაცხადა სოფა ლანდვერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.