საზოგადოება
"სახალხო კრების" ორგანიზატორები პირდაპირ ეთერს ითხოვენ

saxalxo-kreba-kaxeti"წარმომადგენლობითი სახალხო კრების" საინიციატივო ჯგუფი 25 ნოემბერს დაგეგმილი კრების პირდაპირ ეთერში ტრანსლაციას ითხოვს.
როგორც საქინფორმს ''წარმომადგენლობითი სახალხო კრების'' საინიციატივო ჯგუფის წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა განუცხადა, ისინი მოითხოვენ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააშუქოს 25 ნოემბრის კრება. ''საზოგადოებრივ მაუწყებელს ფულს უხდის ბებიაჩემი, ბაბუაჩემი, მე და ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, ამიტომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, გააშუქოს ამდენი ადამიანის შეკრება,’’ - განაცხადა ჯაჭვლიანმა. "წარმომადგენლობითი სახალხო კრება" საქართველოს პარლამენტის შენობასთან 25 ნოემბერს, 15:00 საათზე, ჩატარდება. კრებაში მონაწილეობას მიიღებს 12 500 დელეგატი საქართველოს მასშტაბით და რამდენიმე ოპოზიციური პარტია მხარდამჭერებთან ერთად.