საზოგადოება
ირაკლი ალასანია - ფილიპ ბრიდლავი: „საქართველო აგრძელებს 2015 წელს ნატოსთან ერთად ავღანეთში უსაფრთხოების მისიას“

1-IRAKL-sazog-2საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა ბრიფინგი გამართეს.

რუსეთი კვლავ შეიჭრა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად, მოახდინა მისი ერთი ნაწილის ანექსია და გამოიყენა სამხედრო ძალა საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ნატო აცნობიერებს აღნიშნულ საფრთხეებს და ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს, რათა ნატოს ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდონონ.

... ნატოს უელსის სამიტზე ჩვენ შევიმუშავეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი, რომლის თანახმად, ნატო დახმარებას გაუწევს საქართველოს გაარძელოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მოდერნიზაციის კუთხით რეფორმების განხორციელება. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს  თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ნატოს წვრთნებში უფრო აქტიური მონაწილეობით!“, - აღნიშნა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა.