საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: „არ არსებობს ქვეყანა, რომელიც რუსეთს ამა თუ იმ ფორმით არ ესაუბრება, კითხვა ფორმატის შენარჩუნებასა, თუ არშენარჩუნებაზე ჩემთვის გაუგებარია“

1-AbaSa-sazog-3საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ზურაბ აბაშიძემ პარლამენტში გააკეთა სადაც  პრაღის ფორმატში მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდთან დაკავშირებით მსჯელობდნენ.
აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველო მუდმივად საომარ და კონფრონტაციულ მდგომარეობაში რუსეთთან ვერ იქნება და მოლაპარაკებების ფორმატი კომუნიკაციის არხია, რომელიც უნდა არსებობდეს.

სხდომაზე კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებებზე კომენტარები უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. გია ვოლსკი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება არის გარანტი იმისა, რომ ვითარება სამომავლოდ კიდევ უფრო არ დაიძაბება.

მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნებაზე საუბრობს თინა ხიდაშელიც და განმარტავს, რომ ნებისმიერ ფორმატი, სადაც შეიძლება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად შედეგი მივიღოთ შენარჩუნებული უნდა იყოს.