უცხოეთი
რეშეტნიკოვი: ოტავა ჭკუის დარიგებებით გაერთო და უსაფრთხოება დაავიწყდა

1-ReSetnikov-zar-1საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. „ოტაველ მსროლელთან“ დაკავშირებული კანადური ინციდენტი ამ ქვეყნის ხელისუფლებისგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ღონისძიებების აუცილებლობას მოითხოვს, - განუცხადა რია ნოვოსტის სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტის დირექტორმა, საგარეო დაზვერვის სამსახურის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა ლეონიდ რეშეტნიკოვმა.
ტერორისტმა ოტავაში თოფით საპატიო ყარაული მოკლა და შემდეგ ცეცხლი გახსნა პარლამენტის შენობაში, რის შედეგადაც ერთ სამხედრო პირი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

დასავლეთი, მათ შორის, კანადა, მეტისმეტად გაერთო სხვა ქვეყნებისათვის ჭკუის დარიგებით, როგორ იცხოვრონ, როგორ უზურნველჰყონ უსაფრთხოება,ვინ მიიჩნიონ მტრად და ვინ - მეგობრად, თავად კი დაავიწყდა საკუთარ სახლში უსაფრთხოების შესახებ. საჭიროა თვითგანვითარებით დაკავდნენ პოლიტიკოსებიც, სპეცსამსახურებიც, რომლებმაც ასეთი მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვეს“, - მიაჩნია რეშეტნიკოვს, რომელიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოში რადიკალური მოძრაობის ზრდის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ძალას იკრებს ისლამისტთა „მეხუთე კოლონა“ ამავე ქვეყნების მოსახლეობიდან. „წინასწარი მონაცემებით, ოტავაში ტერაქტი მოაწყო კანადელმა, რომელმაც ისლამი მიიღო და არა არაბმა ან პალესტინელმა“, - განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა.