აქტუალური
“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. როცა ჩვენ ვდღესასწაულობთ “თბილისობას”, ჩვენ არ შეგვიძლია არ გავიხსენოთ ჩვენი დიდი წინაპრები: ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარი, ერეკლე და სხვანი...
როცა ჩვენ ვამბობთ, ვლაპარაკობთ “თბილისობაზე” უპირველესად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ხალხის წინაშე, გაჭირვებული ხალხის, უმუშევართა წინაშე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმუშევარი ნაკლები იყოს საქართველოში და თბილისში...
კურთხეულ იყოს თბილისი, კურთხეულ იყოს თბილისელები და სრულიად საქართველო, ამინ!” – აღნიშნა უწმიდესმა.