სამართალი
საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კრიმინალური ავტორიტეტი შალვა გ. თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა გ-მ 16 ოქტომბერს საქართველოს საზღვარი რუსეთის ფედერაციიდან სხვა სახელითა და გვარით გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა შალვა გ-ს პირადი ჩხრეკისას მარიხუანა ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).