საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: “სააკაშვილმა 600 მილიონი გადაიხადა საკუთარი სასახლის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ“

1-dvorec-saz-3საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ორწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში უდიდესი ძალისხმევა ჩაიდო და ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი 1 მილიარდამდე ლარით გაიზარდა.

დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობს 2 მილიონ 781 ათასი ადამიანი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თითქმის ნახევრისთვის ჯანდაცვა არ იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი საქართველოს ყველა მოქალაქე დაზღვეულია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ადამიანს, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, მას ეს ოპერაცია უტარდება დროულად და ამაში ფულს იხდის სახელმწიფო... ჩვენ თავიდანვე გვქონდა გაკეთებული არჩევანი და ერთი წუთით არ გვიყოყმანია, არ დაგვისვამს შეკითხვა გუნდში: მრავალმილიონიანი სასახლე თუ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე. მე შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა 600 მილიონი გადაიხადა საკუთარი სასახლის მოსაწყობად. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს დავურღვიეთ კომფორტი და კიდევ უფრო მეტად დავურღვევთ კომფორტს. მაგრამ, ჩვენ მეტ კომფორტს მოვუწყობთ მოქალაქეებს", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.