საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „სააკაშვილი გლეხებს საკუთარი ხელით აჩეხინებდა ვენახს, რაც შაჰ აბასს და ყველაზე სასტიკ დამპყრობლებს არ გაუკეთებიათ“

1-krestyane-sazog-1საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. სოფელ დუისში საზოგადოებრივი ცენტრის გაიხსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

"360 მილიონი გადაიხადა სააკაშვილმა ქუთაისის პარლამენტში. ჩვენ ეს 300 მილიონი დავხარჯეთ ხალხისთვის, სოფლის მეურნეობის ფეხზე დასაყენებლად. 107 მილიონი ლარის სასუქი დავარიგეთ მოსახლეობაში, 48 მილიონის შხამ-ქიმიკატები, 54 მილიონის სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი და 490 მილიონი ლარის კრედიტი გაიცა, რომლის პროცენტებსაც ჩვენ ვუხდით მოსახლეობას და ორი წლის განმავლობაში 21 400-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ამ კრედიტით. ჯამში 800 მილიონის ინვესტირება განხორციელდა სოფლის მეურნეობაში

2009-2011 წლებში სულ 88 ათასი ტონა ყურძენი დაიკრიფა კახეთის რეგიონში… ახალი ხელისუფლების პირობებში კი 200 ათასი ტონა ყურძნის რეალიზაცია განხორციელდა და გლეხებმა 270 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს.ბოლო ორი წლის განმავლობაში გაშენდა 4 ათასი ჰექტარი ვენახი, რადგან გლეხს სტიმული მიეცა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.