საზოგადოება
თეა წულუკიანის „გიჟური სიყვარული“ - საქართველოს იუსტიციის მინისტრი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში წაიკითხავს მარი ტრენტინიანის მონოლოგს საფლავიდან ...

1-lubov-sazog-3საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი.  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალთა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართულ პერფორმანსში მონაწილეობს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ქალების მონოლოგებზეა აგებული.

ცნობილი იტალიელი მწერლის - სერენა დანდინის, წიგნში „სასიკვდილოდ დაჭრილი“ მოცემულია იმ ქალების მონოლოგები, რომლებიც თავიანთი მეუღლეების, პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნული მონოლოგები მსოფლიოს დიდი ქალაქების სცენებზე, მათ შორის, ლონდონში, ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ჟენევაში, ცნობილმა ქალბატონებმა წაიკითხეს.

მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე აღნიშნული პერფორმანსის განხორციელების იდეა იტალიის ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის ეკუთვნის. თეა წულუკიანი წაიკითხავს მარი ტრენტინიანის მონოლოგს საფლავიდან - „გიჟური სიყვარული“. მარი ტრენტინიანი ცნობილი ფრანგი მსახიობის - ჟან-ლუი ტრენტინიანის, შვილია, რომელიც 2003 წელს მისმა პარტნიორმა, ცნობილმა მომღერალმა ბერტრან ტანტამ, სიცოცხლეს გამოასალმა.

ჩვენ ყველანი მომსწრენი ვართ საზარელი ტრაგედიების, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთი ქართველი ქალბატონის თავს დატრიალდა. ამ ვითარებაში ფედერიკა ფავის ინიციატივა - საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიაპყროს ამ უმძიმეს პრობლემას - დასაფასებელია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.