საზოგადოება
გაზეთი „კვირის ქრონიკა“: ემზარ კვიციანის სასამართლო პროცესზე სკანდალური ვიდეოჩანაწერი აჩვენეს – ეკრანზე ყველამ კარგად ამოიცნო მეორე ბრიგადის ჯარისკაცები და კოჯრის ბატალიონი, რომელსაც აქტიურად ხელმძღვანელობს ოქრუაშვილი“

1-Emzar-sazog-3საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. ვიდეო-აუდიო მასალის ნაწილი მოიპოვა კვიციანის ადვოკატმა რეზო კახნიაურმა. ვიდეოში კვიციანი ამბობს 2006 წლის 25 ივლისს, რომ კოდორში სამხედრო ფორმირებები თუკი შევა, ხეობა აუცილებლად დაიკარგება... მართლაც, ორ წელიწადში შევიდნენ იქ რუსები და აფხაზები და კოდორი დაიკარგა.  ვიდეოკასეტებზე რუსებისა და ჩეჩენი ბოევიკების ხმებიც კარგად გაისმოდა, რომლის კომენტარსაც მსჯავრდადებული კვიციანი სასამართლოზე აკეთებდა, რომ ეს ხალხი პირსისხლიანი სააკაშვილის ხელისუფლებას ჰყავდა დამხმარე ძალად ჩაყვანილი ქართველების წინააღმდეგ.  ამას წინათ პრემიერმა ღარიბაშვილმა საჯაროდ უსაყვედურა „ნაცებს“, რომ მათ კოდორის ხეობა გაყიდეს და გაასხვისეს. დამნაშავე რეჟიმმა კოდორის ხეობის შემნარჩუნებელ კვიციანს კი 11 ბრალი წაუყენა, მაგრამ მის საბოლოო გასამართლებას ვერ მოესწრო და სამწუხარო ისაა, რომ ეს ახალი ხელისუფლების პირობებში ხდება... 11 მუხლიდან მის მიმართ წარდგენილი 9 ბრალდება უკვე მოხსნეს, დანარჩენი ორი ბრალდებაც კარგად უნდა „გაიასნდეს“. ცრუმოწმეებად მოჰყავთ ცნობილი „ნაცაქტივისტები“, მაგრამ მაინც ვერ „აპრავებენ“, -წერს გამოცემა.