საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 180 ახალი მანქანის გადაცემა კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჯანდაცვას და მოსახლეობის მომსახურებას“

1-MaSina-sazog-1საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, რეგიონებისთვის სასწრაფოს ახალი, თანამედროვედ აღჭურვილი ავტომობილების გადაცემა ძალიან მნიშვნელოვანია.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრს და მოსახლეობას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ მიულოცა.
სახელმწიფომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი 180 ავტომანქანით განაახლა, რისთვისაც ჯამში 11 მილიონამდე ლარი გამოიყო.