აქტუალური
„ის რასაც თქვენ აკეთებდით, იმ წარმატების საფუძველია, რომლითაც ჩვენ ნატოს სამიტზე მივიღეთ ნატო-საქართველოს პაკეტი და დიდი ნაბიჯებით მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ!“ - რომელი მოწინააღმდეგის მიმართ გამოადგებათ ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთის გამოცდილება?

1-Misia-aqtual-2საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილდფლეკენის სამხედრო ბაზაზე ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში გასაგზავრებლად წვრთნას გადიან.

მისია, რომელსაც თქვენ შეასრულებთ და მალე შეუდგებით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი... ვიცი რა რთულია ამ თვეების განმავლობაში იყო ოჯახიდან ასე შორს და შემდეგ უკვე წახვიდე ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დედამიწის ზურგზე - ავღანეთში. მაგრამ უამრავი თქვენგანი უკვე ყოფილა მისიებში და ეს ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც აგროვებთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვაში გამოგვადგება...

ასევე მინდა ჩვენს გერმანელ მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადოთ, რომ საშუალებას გვაძლევენ, ასეთი მაღალი დონის წვრთნები გავიაროთ მათთან ერთად... თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის წარმატებაში, საერთაშორისო პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ წარმატებაში არის - ლომის წვლილი... მეამაყება, რომ დღეს მომეცა საშუალება ჩამოსვლის, გნახოთ, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ გვეამაყებით ყველას”.