აქტუალური
ალასანია - გადადგომის წინ: „მეამაყება, რომ ვარ იმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომლის ქვედანაყოფები გამორჩეულები არიან ყველგან - ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში თუ გერმანელებთან ერთად ახალ მისიაში!“

1-Otstavka-aqtual-3საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის ასეული გადის წვრთნას. ქართველი სამხედროები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებიან, სადაც „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ (Resolute Support) მისიაში მიიღებენ მონაწილეობას.

მე ვარ მართლაც ძალიან ამაყი, თუ რამხელა გამოცდილება შეიძინეს და ასევე რა სწრაფად აიღეს გერმანული სამხედრო ტაქტიკა ჩვენმა ქვედანაყოფებმა, მეთაურებმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ერთობლივი სამხედრო ოპერაციებში ყოფნის... “, - განაცხადა ალასანიამ.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა  ასე კარგად გაწვრთნილ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გაგვევლო მომზადება მისიისთვის.  ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, საერთო ამოცანები და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საქმეს ერთიანი ძალებით ვაკეთებთ“, - აღნიშნა, თავის მხრივ, გერმანიის 37-ე მექანიზირებული ქვეითი ბატალიონის მეთაური, ბრიგადის გენერალმა ბროიერმა.