აქტუალური
პრანკერი ვოვანი 4 თვე ურეკავდა ბომჟ და არალეგალ სააკაშვილს და თავს მინისტრ ავაკოვად ასაღებდა, მიშა კი მას ინტერპოლთან გამოსარჩლებას და ძმის - დავითის გათავისუფლებას სთხოვდა, რის გამოც სენატორ მაკკეინთან საუბარი მოუწყო!

1-Pranker-aqt-1-an-2საქართველო, 3 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინელი მსახიობი - პრანკერი, მეტსახელად „ვოვანი LifeNews-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილთან თავის ურთიერთობებზე მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში პრანკერი ვოვანი სააკაშვილს ურეკავდა და თავი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვად წარუდგინა!
სატელეფონო ხულიგნის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკელ პოლიტიკოსებს აღარ აინტერესებთ. საქართველოში მისი გასამართლება სურთ  და მანაც, ეგონა რა, რომ უკრაინის შს მინისტრს ელაპარაკებოდა, სთხოვა ხელი მოეწერა ინტერპოლში გასაგზავნ საპროტექციო წერილზე, რომელიც თავად დაწერა.
„სააკაშვილმა მთხოვა, რომ ხელი მომეწერა წერილისთვის და ინტერპოლში გამეგზავნა. ძალიან ეშინია, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადებენ და საქართველოში გაგაგზავნიან. წერილის ნახვისას დიდხანს ვიცინე. იქ საკუთარ თავს ევროპაში თავისუფლებისთვის გამოჩენილ მებრძოლს უწოდებს“, - ჰყვება პრანკერი ვოვანი.  ამასთან, სატელეფონო ხულიგანმა ივარაუდა, რომ მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში „ჩიტის უფლებებით“ სარგებლობს (ანუ ის არალეგალი და ბომჟია). როცა ვოვანმა მას სენატორ ჯონ მაკკეინთან დაკავშირება სთხოვა უკრაინაში იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმალიდერმა პრანკერს სურვილი შეუსრულა, თუმცა სენატორს განსაკუთრებული ყურაღება არ გამოუჩენია სააკაშვილის თხოვნისადმი.

„თავიდან ვფიქრობდი, რომ სააკაშვილს ამერიკაში სერიოზული გავლენა ჰქონდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. იგი დიდხანს მპირდებოდა ევროპის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან დაკავშირებას, თუმცა ეს არ მომხდარა. თავად მაკეინთან საუბარი არც ისე ხანგრძლივი გამოდგა, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ში ჩიტის უფლებებით იმყოფება“, - ამბობს პრანკერი ვოვანი.

მორიგი საუბრისას სააკაშვილმა „ავაკოვს“ პირადი თხოვნით მიმართა - გადაეჭრა მისი ძმის - დავითის პრობლემები, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ვადაგასული ვიზის გამო კიევიდან დეპორტირებას უპირებდნენ.

„პირადი თხოვნა მაქვს. ჩემი ძმა ახლა ბორსიპოლის აეროპორტშია, ის გააჩერეს. წელს მას 90 დღეზე მეტი აქვს გატარებული უკრაინაში, მისი უკან დეპორტირება უნდათ. საქართველოში ეს პოლიტიკური სკანდალი იქნება. შეგიძლია ჩაერიო?“ - სთხოვა დახმარება სააკაშვილმა. „სინამდვილეში ის უკრაინულ კომპანიებთან მუშაობს, ყველაფერი ლეგალურადაა. უბრალოდ, ამ 90-დღიანმა წესმა ავტომატურად იმუშავა. ამის ტავდიან აცილება რომ შეიძებოდეს, უკრაინაში თავის მდგომაროებას უპრობლემოდ დაარეგულირებდა. ახლა იქ ზის, ერთი საათის განმავლობაში შესაძლოა უკან გამოაძევონ და ეს მაშინვე სკანდალს გამოიწვევს“, - საქართველოს ექსპრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის ძმას 2006 წლიდან 2012 წლამდე იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. პრეზიდენტ შევარდნაძის მმართველობის ხანაში იგი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის კადრების ატესტაციის პროცესს ხელმძღვანელობდა. ასევე იტყობინებოდნენ, რომ იგი „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურების - ფაქტობრივი  და წყნეთში მდიდრული სახლის მფლობელია. სახელგანთქმული ნათესავის თქმით, დავითი ახლა უკრაინაში ბიზნესითაა დაკავებული.

პრანკერმა გადაწყვიტა ექსპრეზიდენტს დახმარებოდა და აეროპორტსა და სასაზღვრო სამსახურში დარეკა, თუმცა ამჯერად თავი ავაკოვის მრჩევლად - ანტონ გერაშჩენკოდ წარმოადგინა. რამდენიმე ზარის შემდეგ დეპორტაციის საკითხი გადაიჭრა. ამის შესახებ პრანკერს თავად აეროპორტში მყოფმა დავითმა შეატყობინა. მოგვიანებით იმის შესახებ, რომ პრობლემა გადაჭრილია, ხულიგანს აეროპორტის თანამშრომლებმაც აცნობეს.

ქართველებო! და ეს იდიოტი  თქვენი პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში?!

პრანკ (ინგლ. Prank - ოინი, გამოხტომა, ცელქობა, ანცობა) - სატელეფონო ხულიგნობა, სატელეფონო ოინია. ადამიანები, რომლებიც პრანკის პრაქტიკას ეწევიან, პრანკერებად იწოდებიან. პრანკერები ახორციელებენ სატელეფონო ზარებს (ჩვეულებრივ, ანონიმურს) თავისი მსხვერპლისადმი და, პროვოკაციისა და ხუმრობის, მეშვეობით მსხვერპლს დიდ საპასუხო რეაქციას აიძულებენ.