საზოგადოება
თეა წულუკიანი: "დაირღვა ძალოვან სტრუქტურებში ის დაუწერელი წესი, რაც ძალოვნების მხრიდან მოქმედი მინისტრის პატივისცემას გულისხმობს!" - ალასანიას არასამთავრობო კოალიციას მისი თანაპარტიელი - საქართველოს იუსტიციის უდიპლომო და ქურდული გაგების მინისტრი შეუერთდა.

1-naruSen-sazog-1საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როცა მინისტრი მივლინებაშია, დაელოდოს, ვიდრე თანამშრომლებს დააკავებს - ეს განცხადება მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმის კომენტირებისას განაცხადა.

ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და მომავალში ამ პროცესის გამჭვირვალეობაზე პასუხს აგებს უმაღლესი ფიგურა სისხლის სამართლის სფეროში - ეს გახლავთ საქართველოს მთავარი პროკურორი... ვფიქრობ, რომ გამჭვირვალეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქმის უმთავრეს ნაწილებს მაინც მოეხნას საიდუმლოგრიფი“, რადგან დღეს არავის მასალებსა და გარემოებებზე ხელი არ მიგვიწვდება“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, იგი 8 ნოემბერს, შაბათს, პარტია "თავისუფალი დემოკრატების"  ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს. „როგორც იუსტიციის მინისტრს, წევრობა მაქვს შეჩერებული და როგორც კი იუსტიციის მინისტრი აღარ ვიქნები, ამ წევრობას განვაახლებ",- განაცხადა წულუკიანმა.