საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი: „დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს“

1-RiC-sazog-3საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს საქართველოში აშშ-ის ელჩი ეხმაურება. რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ის თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დაკავების თემაზე მიმდინარე დისკუსიებსა და გამოძიების პროცესს, ყურადღებით ადევნებს თვალს.

ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ საქმის გამოძიებას, როგორც პოლიტიკურ საუბრებს, ასევე მის მიმდინარეობას. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საქმის განხილვა მოხდეს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების პრინციპების დაცვით. მნიშვნელოვანია ისიც რომ ხელმისაწვდომი იყოს საქმის მასალები“, - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.