საზოგადოება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთსა და თვითგამოცხადებულ „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის „ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულების გამო

1-DokladCik-sazog-1საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოზე მონიტორინგში, ბატონებმა მაიკლ აასტრუპმა (დანია, პარტია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, პარტიასოციალისტური ჯგუფი) ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის შეთავაზების გამო, რუსეთის ფედერაციასა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე.

აღნიშნული ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართალს და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს კუთვნილი აფხაზეთის რეგიონის მცოცავი ანექსიის კიდევ ერთი მაგალითი გახლავთ“, - განაცხადეს მათ. ხალხთა შორის ახალი ბარიერების შექმნის ნაცვლად, რუსეთმა სჯობს ხელი შეუწყოს და უშუამდგომლოს აფხაზეთში და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ხალხს შორის კონტაქტს.“

თანამომხსენებლები საქართველოს ეწვევიან 3-დან 5 დეკემბრამდე საქართველოში მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში.