საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, გადაეცეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები ან ასლები

1-Grif-ssazog-2საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი.. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, როგორც გრიფი ,,საიდუმლოს მიმნიჭებელმა ორგანომ, მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ დოკუმენტზე გრიფი ,,საიდუმლოსმოხსნის თაობაზე. საქართველოს კანონის თანახმად, საიდუმლო გრიფს ხსნის მიმნიჭებელი უწყება, რომელსაც ამ პროცედურისთვის თავის მხრივ ესაჭიროება შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნა.  თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 და მე-18 მუხლების შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვასთან დაკავშირებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ოფიციალური წერილი 29 ოქტომბერს გაუგზავნა. 31 ოქტომბერს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა შესაბამისი მასალების წარმოდგენა მოითხოვა. აღნიშნული მასალები კი ამ დრომდე საქართველოს მთავარ პროკურატურაშია.