საზოგადოება
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით სარგებლობს“

1-tranzit-sazog-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს კონფერენციის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიული თემატური მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველო თავისი პოლიტიკით მჭიდროდაა დაკავშირებული ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების საკითხთან... ევრაზიის კონტინენტის 14 განვითარებადი ქვეყნიდან 8 - ავღანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი სწორედ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციით სარგებლობს და ჩვენი ქვეყნის მეშვეობით გადის ზღვაზე. ამ რვა ქვეყნიდან შვიდთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. დამოუკიდებლობის აღდგენიდან ჩვენი სტრატეგიული მიმართულება იყო დაგვეკავშირებინა ცენტრალური აზიის რესურსი ევროპულ ბაზართან და პირიქით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გამოსვლისას, გიორგი მარგველაშვილმა იმ საფრთხეებზეც ისაუბრა, რომელსაც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს რუსული ოკუპაცია უქმნის”. როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, რეგიონის განვითარებისა და დასახული მიზნების მისაღწევად, აუცილებელია მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა როგორც ყირიმის ანექსიაზე, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასა და მისი ანექსიის მცდელობაზე, საერთაშორისო თანამეგობრობას კი აქტიურობისკენ მოუწოდა.