აქტუალური
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების კონფერენცია მიმდინარეობს. საერთაშორისო ფორუმზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას განიხილავენ

1-Seraton-aqtual-3საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. კონფერენცია ევროპის მეკავშირე ძალების (SHAPE) სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსმა მარკ ლეითიმ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა გახსნეს.

კონფერენცია პარლამენტის კომიტეტებისა და სხვადასხვა სამინისტროს სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვისაა გამიზნული. ფორუმის განმავლობაში ისინი რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკას, ახალი უსაფრთხოების გარემოში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციისა და ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას განიხილავენ.

მეორე ნაწილი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სემინარის მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან.