აქტუალური
ნათია ფანჯიკიძე - თავის მეუღლე ირაკლი ალასანიაზე : „ვინ გყავდა პარიზშითქოოო??? რაო, რაო ბიძომ? მერე ვუტირებ მე მაგას დედას! მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის!“

1-AX-aqtual-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თანამდებობიდან გათავისუფლებული ირაკლი ალასანიას მეუღლე "ფეისბუქის" საკუთრი გვერდზე სტატუსზე ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! და გზა, რომელიც სწორია“ კომენტარებში რამდენიმე განცხადებას აკეთებს.

გზაგასაყარია ჭაობს და სილაღეს, გამთიშველ, დამაქუცმაცებელ და შემაკავშირებელ, სიცოცხლის ენერგიებს შორის. მართალია ისევ შეაფერხეს ისტორიული შანსი, საქართველო ყოფილიყო ისრაელივით დაცული, სანამ კიევიდან ისევ ჩვენკენ წამოვლენ და ისევ რაგატკით დავხვდებოდით, მაგრამ ეს დიდხანს ვერ შეფერხდება. ამდენიც არაფერი შეუცოდია საქართველოს, ამის მჯერა.

არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზში-თქოოო??? )))))) მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის, მერე ვუტირებ მე მაგას დედას! ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ ვიზამ“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.