საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ვწუხვარ, რომ მაია ფანჯიკიძემ სოლიდარობა ოჯახის და არა ქვეყნის მიმართ გამოთქვა... 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების“ დამსახურებაა და არა ცალკე აღებული ალასანიას გუნდის“

1-SoZaleiu-sazog-1საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ასეთი შეფასება მოჰყვა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მაია ფანჯიკიძის და მისი მოადგილეების გადადგომას.

რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდით ამას, რომ იგივე ბატონი ალექსი პეტრიაშვილი, ქალბატონი მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ ამ თანამდებობებს, თუმცა, მე ძალიან ვწუხვარ, რომ იგივე ქალბატონმა მაიამ თავისი ოჯახის წევრის მიმართ გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის მიმართ, ეს არის ძალიან მიუღებელი ჩემთვის, თუმცა ეს არის მათი არჩევანი, მათი უფლება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას და წინსვლას. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ძალიან სპეკულირებენ, მე მოვისმინე განცხადებები, რომ თითქოს 2012 წლის არჩევანი და ქართველი ხალხის გამარჯვება, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნები უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", ეს არ უკავშირდება მხოლოდ "თავისუფალ დემოკრატებს" ცალკე აღებულს ან ირაკლი ალასანიას და მის გუნდს. "თავისუფალ დემოკრატებში" არიან ჩემი მეგობრებიც, ისინი არიან ღირსეული ადამიანები... მინდა მათთან ერთად განვაგრძო ბრძოლა ქვეყნის გასაძლიერებლად, მაგრამ თუ ისინი არჩევანს გააკეთებენ ქვეყანას, სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის, ეს მათი არჩევანია. მათ აირჩიეს თუნდაც ალასანია, რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და მე ვიტყოდი, შეურაცხმყოფელი ჩვენი სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის, რომლის არჩევანიც არის ევროინტეგრაცია... ჩვენ ვართ მობილიზებული, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და ცხოვრებას, არაფერი არ იცვლება რეალურად. მე უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ახალ მინისტრებს, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრების თანამდებობებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.