საზოგადოება
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-თავისუფალმა დემოკრატებმა“, სადაც ერთი ვიცე-სპიკერია, დანარჩენები კი საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა, მაგრამ საპარლამენტო თანამდებობები შეინარჩუნა

1-Frakcia-ssazog-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ცნობას „პირველი რადიო“ ავრცელებს. ფრაქციაში ამ დროისთვის 10 წევრია, მათგან ერთი, ზურა აბაშიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერია, ვიქტორ დოლიძე - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გედევან ფოფხაძე - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ჯერჯერობით უცნობია, უმრავლესობის დატოვებასთან ერთად, დატოვებენ თუ არა კომიტეტის თავმჯდომარეები თანამდებობებს.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციაში, ალასანიას გუნდის წევრების გარდა, არის ონის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ჯაფარიძე და თელავის მაჟორიტარი გელა სამხარაული, რომლებმაც შესაძლოა პოლიტიკური არჩევანი „ქართულ ოცნებაზე“ გააკეთონ.