აქტუალური
გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს

1-NaCalnik-aqtual-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძე პენტაგონში ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილესთან, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ლინგელთან გამართა შეხვედრა.

მხარეებმა საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდნენ. გენერლებმა სამომავლოდ ერთობლივი სწავლებების ჩატარების გეგმებიც დასახეს.

შეხვედრაზე სამხედრო მაღალჩინოსნებმა ასევე, განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები. საუბარი შეეხო ISAF-ის ოპერაციასა და „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიას.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ასევე, შეხვდა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშორმლობის სააგენტოს ხელმძღვანელთან, ვიცე-ადმირალ ჯოზეფ რიქსის.