აქტუალური
ჯალაღანიას და ბარუჩაშვილს საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციაში ეჭვი უკვე აღარ ეპარებათ! - საქართველოს საქარეო საქმეთა მინისტრის ყველა მოადგილე, ზალკანიანის გარდა, თანამდებობებზე რჩება

1-JalaGania-aqtual-2საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განუცხადა, რომელიც თანამდებობაზე რჩება.

მე ვრჩები მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი ხელმძღვანელობა არ ჩამოყალიბდება და არ დაინიშნება“, - აღნიშნა მან და დასძინა: მე მოგეხსენებათ, ქვეყანაში არ ვიმყოფები, მივლინებაში ვარ პირველი რიცხვიდან, ყოფილი მინისტრისგან პირადად გავიგე ეს ყველაფერი და ჩემი გადაწყვეტილება მივიღე“.

თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობაზე დარჩენის მიზეზებს განმარტავს. დიპლომატის განცხადებით, გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა და ირაკლი ღარიბაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი.

დიპლომატმა, ასევე, აღნიშნა, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ალბათ, ემოციური გადაწყვეტილება იყო.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბერუჩაშვილმა თანამდებობის დატოვების მიზეზებზე საუბრისას 5 ნოემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.