საზოგადოება
წულუკიანი: “ვიდრე საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული კურსის ერთგული იქნება, მე და ჩემი გუნდი ვრჩები თანამდებობაზე და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს სახელმწიფოსთვის“

1-iustic-sazog-3საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 5 ნოემბრის ბრიფინგზე განაცხადა, რომ „2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა იყო და არის ევროპული კურსის ერთგული“.
მანამ მე და ჩემს გუნდს ამ სამინისტროში გვაქვს თავისუფლება, ვიმუშაოთ რეფორმებზე, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით, მიყავს საქართველო ევროპამდე და მანამ არ მაქვს არანაირი საფუძველი მეფიქრა, რომ ჩვენი მთავრობა პროევროპული მთავრობა არ არის, მე და ჩემი გუნდი ვრჩებით იუსტიციის სამინისტროს სათავეში“, - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანი მთავრობაში წარმოადგენს თავისუფალ დემოკრატებს“, პარტიას, რომელმაც მისი ლიდერის, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ქართული ოცნების მმართველი კოალიცია დატოვა. ალასანიას გათავისუფლებას მოჰყვა ასევე თავისუფალი დემოკრატების წევრის, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის პოსტიდან და საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის წასვლა თანამდებობიდან. სამივე ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება.

წულუკიანის განცხადებით, მას და მის სამინისტროს არასდროს ჰქონია ხელშეშლა არც ღარიბაშვილისა და არც ივანიშვილისგან, რომ გაეგრძელებინა გზა ევროპული მომავლისკენ. მისივე თქმით, არც აწ უკვე ყოფილ და ასევე მოქმედ მინისტრებთან აზრთა სხვადასხვაობა ევროპულ არჩევანზე არ ყოფილა.