საზოგადოება
ალასანია - ივანიშვილთან შეხვედრაზე: „დიალოგი კონსტრუქციული იყო. ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო“

sazog-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ადასტურებს, რომ ის კოალიცია „ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ალასანიას განცხადებით, ივანიშვილსა და მას შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა.

"ჩვენ გავცვალეთ ხედვები იმ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო. ერთი თანხმობა შედგა, რომ ჩვენ ყველა პოლიტიკური პროცესი უნდა წავიყვანოთ ისე, რომ არ დაზიანდეს სახელმწიფო. ეს იყო ძირითადად ჩვენი საუბრის შინაარსი. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, მაგრამ ეს, ბუნებრივია, ჩვენს შორის დარჩება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.