აქტუალური
«საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში გამოაცხადდეს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორია რომელიმე სახელმწიფოს გარეთ არსებულ სუვერენულ ტერიტორიად“ - რუსეთის ჯავახკის დიასპორა მოუწოდებს, ყველა საშუალებით მხარი დაუჭირონ ღარიბაშვილის მთავრობას

aqtual-1-analit-1საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი.
რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა
ძვირფასო თანამემამულეებო!
საქართველო საფრთხეშია!  ჩვენ საჯაროდ და არაერთხელ  ვაფრთხილებდით საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დაშლის საფრთხის შესახებ. და აი უკვე სახეზეა  ამის ზოგიერთი ღია გამოვლინება. ყველასათვის ნათელია, რომ ჩვენი საყვარელი საქართველოს მტრების მიერ შემუშავებულია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ინიცირებისა და ხელსიუფლების შეცვლის თაობაზე მოქმედებების გეგმა. საქართველოში ახალი რევოლუცია მწიფდება, ან გულახდილად რომ ვთქვათ - სახელმწიფო გადატრიალება, რაც აპრიორი ქვეყანას მის საბოლოო გაქრობამდე მიიყვანს.

ამასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ:

1.ყველა საშუალებითა და ხერხით მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილით სათავეში;

2.არ ავყვეთ პროვოკაციულ მოწოდებებს და უარი ვთქვათ გამყიდველი ადგილობრივი ანდა უცხოური დესტრუქციული ძალების მიერ ინსინუირებული ნებისმიერი სახის მასობრივ შეკრებებსა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობაზე;

3.საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, გამოცხადდეს სამხრე-ჯავახეთის მხარის ტერიტორია რომელიმე სახელმწიფოს გარეთ არსებულ სუვერენულ ტერიტორიად;

-შეიქმნას მხარის დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების ფორმირებამდე;

-უარი ვთქვათ დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ და იძულებით ე. წ. კოაბიტაციაზე და გავაუქმოთ მხარის ყველა პოლიტიკური პარტია;

4. სასწრაფოდ ჩატარდეს ლუსტრაცია და მკაცრ პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, რომელიც ქვეყნის რღვევაში მონაწილეობს.

 

რუსეთის ჯავახკის დიასპორა
რუსეთის ფედერაცია, 2014 წლის 7 ნოემბერი