აქტუალური
აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრს ესტუმრა

aqtual-2საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს კლინიკაში ცენტრის ხელმძღვანელმა ვიცე-ადმირალმა ჯეფრი კლარკმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა კლინიკის ხელმძღვანელს ქართველი ჯარისკაცების მკურნალობისთვის მადლობა გადაუხადა. ვალტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს გადიოდნენ. ვიცე-ადმირალმა ჯეფრი კლარკმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებაში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვიცე-ადმირალმა ჯეფრი კლარკმა გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს კლინიკა დაათვალიერებინა და ცენტრის სამედიცინო შესაძლებლობები გააცნო.