აქტუალური
საქართველო კატეგორიულად უარყოფს სომხური მხარის ცნობებს საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის გახსნის თაობაზე ე. წ. „დახურულ“კონსულტაციებში მონაწილეობაზე

aqtual-3საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარასკევს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადეს.

სომხეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრის პირველმა მოადგილე არტურ არაქელიანმა წინა დღეს Tert. am- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზური მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით მიმდინარეობს დახურული მოლაპარაკებები სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროს მონაწილეობით.

ზაქარეიშვილის განცხადებით, არავითარი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით რაიმე ზრახვებიც არ არსებობს. ასევე კვირიკიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე რკინიგზის აფხაზურ მონაკვეთთან დაკავშირებით არავითარ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.