საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ერთ წელიწადში გააკეთა ჭიკაიძემ. პოლიტიკა არ არის პოდიუმზე სიარული და კეკლუცობა“

To-saz-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლოდროინდელი ქმედებებით მთავრობის ყოფილმა წევრებმა ნამდვილი სახე გამოაჩინეს.

სხვათა შორის, რაც ალასანიამ ვერ გააკეთა ორი წლის განმავლობაში, ალექსანდრე ჭიკაიძემ გააკეთა 1 წელიწადშიკვება ვერ მოაწესრიგა ორი წლის მანძილზე და 880 სამხედრო, ჩვენი გმირი ჯარისკაცები მოიწამლნენ. რაზეა საერთოდ საუბარი?.. ჩვენ არ გვცალია და არ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვასიამოვნოთ ვიღაც-ვიღაცეებს. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს ხალხისთვის", - აღნიშნა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

მოვისმინეთ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის განცხადება, რომ თურმე მე უნდა გადავმდგარიყავი. აი, თურმე რა ჰქონდათ ჩაფიქრებული... ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ მოწოდებულნი ემსახურათ სახელმწიფოსთვის... ძალიან სამწუხაროა ის განცხადებები და ქმედებები, რაც განახორციელა მაია ფანჯიკიძემ, ირაკლი ალასანიაზე აღარ ვლაპარაკობ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.