საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ევროპასა და ამერიკაში პოლიტიკური დევნის განცდა რომ არ მოიხსნა, ფანჯიკიძის, ალასანიას და პეტრიაშვილის პასუხისმგებლობაა“

America-saz-2საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. როდესაც ირაკლი ალასანია ამერიკაში და ევროპაში ჩადიოდა, აცხადებდა, რომ სააკაშვილის დროს მიღწეული რეფორმები სამაგალითო იყო და ჩვენი მთავრობა მას უნდა დავეფუძნოთ, - ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

იქ საუბარი არ ყოფილა იმ სადისტურ მკვლელობებზე, წამებებზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, რაზეც გამოძიება მიმდინარეობ... მაქვს ეჭვები, რომ ეს მიზანმიმართული მუშაობა იყო, რათა ევროპასა და ამერიკაში რეალობის ჩატანა არ მომხდარიყო. იგივე მაია ფანჯიკიძის ქმედებებზე ხშირად მქონია შეკითხვები, ალასანიამ კი ღიად განაცხადა, რომ სააკაშვილის რეფორმები სამაგალითო იყო და ჩვენი მთავრობა ამას უნდა დაეფუძნოს, რომ გავაგრძელოთ ის კურსი, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა აღებული. ამაზე მეტი თვითლუსტრაცია აღარ ვიცი რა უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ის, რაც ხელისუფლებამ სააშკარაოზე გამოიტანა, წლების განმავლობაში იმალებოდა და საერთაშორისო საზოგადოებას ატყუებდნენ. „პოლიტიკური დევნის განცდა რომ ვერ მოიხსნა, ფანჯიკიძის, ალასანიას და პეტრიაშვილის პირდაპირი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.