აქტუალური
„ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მომხრე და ნებისმიერი კონფრონტაციის წინააღმდეგი ვართ!“ - საქინფორმმა განმარტებებისათვის „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ პრეზიდენტ აგასი არაბიანს მიმართა

Agasi-akt-1-anსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც გუშინ, 10 ნოემბერს, საქინფორმმა გამოაქვეყნა რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა თანამემამულეებისადმი, რედაქციას უამრავმა მკითხველმა მომართა, რომლებიც კითხულობენ: წარმოადგენს თუ არა ზემოხსენებული მიმართვის მესამე პუნქტი საქართველოსგან სამცხე-ჯავახეთის მხარის გამოყოფის მოწოდებას ცალკე ავტონომიად?

მკითხველს შევახსენებთ მესამე პუნქტს:

3. საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების შემთხვევაში, გამოცხადდეს სამხრე-ჯავახეთის მხარის ტერიტორია რომელიმე სახელმწიფოს გარეთ არსებულ სუვერენულ ტერიტორიად;

-შეიქმნას მხარის დროებითი აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი ლეგიტიმური ხელისუფლების ორგანოების ფორმირებამდე;
-უარი ვთქვათ დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ და იძულებით . . კოაბიტაციაზე და გავაუქმოთ მხარის ყველა პოლიტიკური პარტია.

განმარტებებისათვის საქინფორმმა „რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ პრეზიდენტ აგასი არაბიანს მიმართა და აი რა უპასუხა მან რედაქციას მოსკოვიდან:

„პირველ რიგში, მე ვადასტურებ შეშფოთებას, რომელიც გამოთქმულია ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიმართვაში, რომლის გამოქვეყნებისთვისაც მადლობას ვუხდით საქინფორმს. ჩვენ, რუსეთში მცხოვრები ჯავახკის დიასპორის წარმომადგენლები, ნამდვილად ვშიშობთ, რომ საქართველო საბოლოო დაშლის ზღვარზეა და თუ უფრო ადრე არა, უკვე 2015 წლის გაზაფხულზე თბილისში შესაძლოა კიევის მსგავსი „მაიდანი“ მოხდეს. ჩვენი აზრით, საქართველომ, შესაძლოა, ეს ვერ გადაიტანოს, შესაბამისად, არსებობს მისი შემდგომი ტერიტორიული და, შესაძლოა, საბოლოო სახელმწიფო დაშლის ალბათობა...

რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთის მხარის (ჯავახკის) სომხურმა მოსახლეობამ? ნუთუ ჩვენი თანამემამულენი გულხელდაკრეფილი უნდა ელოდონ, ამ შემთხვევაში როდის მოახდენს აჭარის ანექსირებას თურქეთი „ყარსის ხელშეკრულების“ საფარქვეშ, ხოლო სამცხე-ჯავახეთის ანექსირებას მოისურვებს მხარის ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული მილსადენებისა და რკინიგზის დაცვის საბაბით?! აზერბაიჯანიც არ გადგება განზე და მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, რასაკვირველია, ბედის ანაბარად არ მიატოვებს ქვემო ქართლში (ბორჩალოში) მცხოვრებ თავის თანამემამულეებს...

აი რატომ ვაცხადებთ წინდაწინ საჯაროდ ჩვენი ლოიალობისა და საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისათვის, პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილით სათავეში, მხარდაჭერის შესახებ. ჩვენ არაერთხელ ღიად განვაცხადეთ და ახლაც გავიმეორებთ:

ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მომხრე და ნებისმიერი კონფრონტაციის წინააღმდეგი ვართ!

ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი ანტირუსული გაერთიანების, რომლებიც ახლა აქტიურად ყალიბდება საქართველოში სხვადასხვა ურაპატრიოტის მიერ.

ჩვენ მომხრე ვართ კინსტრუქციული დიალოგის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გასაჯანსაღებლად.

ვიმეორებ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და მზად ვართ, ყველანაირად შევუწყოთ ხელი შიდა სახელმწიფო სამოქალაქო ძალების კონსოლიდაციას.

ხოლო, უარესი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ჩვენ წინდაწინ მზად უნდა ვიყოთ მხარის შენარჩუნებისა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების შემდგომ ბედზე ზრუნვისათვის”...