საზოგადოება
უილიამ ლაჰიუ: “მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ევრო-ატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს”

Lahiu-saz-1საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ მიიღო. შეხვედრას ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერიც დაესწრო. “მიმოვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ის პროექტი და ღონისძიება, რომელიც მანამდე იყო დაგეგმილი, გაგრძელდება უცვლელადმთავარი საუბარი შეეხო არსებით პაკეტს, რომელიც არის მთავარი მიმდინარე საკითხი ნატოსთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენ შევთანხმდით გეგმაზე მუშაობის ფორმატზე, რათა მოხდეს ამ პაკეტის იმპლემენტაცია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

„მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ევრო-ატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ არსებით პაკეტზე. ამ ეტაპზე მე და ჩემი გუნდის წევრები კმაყოფილები ვართ. თავდაცვის სამინისტრო საიმედო ხელშია და დარწმუნებული ვარ, რეფორმების პროცესი კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.