საზოგადოება
ვახტანგ კაპანაძე: „ეს ვიზიტი მოწმობს, რომ აშშ-ში დიდ პატივს სცემენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს“

KapanaZe-saz-2საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელიც პენტაგონში ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.

აღნიშნული ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურად. ამ მასშტაბით, შეხვედრების რაოდენობითა და შინაარსით, მსგავსი ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, თუ რაოდენ დიდ პატივს სცემენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ეს არის ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის დამსახურება, რომლებიც თავის მისიას წარმატებით ასრულებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს, გენერალ რეიმონდ ოდიერნოს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარეს, გენერალ მარტინ დემპსის, ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ლინგელს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორ დეპარტამენტს, ყველაზე წარმატებული IT ინოვაციისთვის, საქართველოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ბიზნესსაბჭოსგან სერთიფიკატი გადაეცა. აღნიშნულმა დეპარტამენტებმა შეიმუშავეს ფსიქოლოგიური შემოწმებისა და რეკრუტირების ელექტრონული პროგრამა.