საზოგადოება
ვიქტორ დოლიძე: „თავისუფალი დემოკრატების" გამოჩენა 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალებთან“ ერთად სასაცილოა"

DoliZe-saz-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ  "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ თემის კომენტირებისას განაცხადა და განმარტა, რომ მათ პარტიას და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს არანაირი კავშირი არ აქვთ.

"ჩვენ გვაქვს მათგან განსხვავებული ღირებულებები, მორალური პრინციპები და ქვეყნის მართვის სხვადასხვაგვარი ხედვა. ვის აქვს კავშირი „ნაციონალებთან“, კარგად დავინახეთ ამ დღეებში. ჩვენი გამოჩენა 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალებთან“ ერთად სასაცილოა. ანექსიასთან დაკავშირებით თავისი სათქმელი მათ უკვე თქვეს და ამით დაგვიტოვეს უამრავი პრობლემა. საერთოდ, რა მიზანი აქვთ ამ აქციით და ვის წინააღმდეგაა მიმართული, გაუგებარია“, - განაცხადა დოლიძემ.