აქტუალური
ბერუჩაშვილი: “ჩემი ამოცანა იქნება მეტი ნატო საქართველოში, იმიტომ, რომ ნატოში ისედაც დიდია დღეს საქართველოს კონტრიბუცია“

1beruC-aqtual-2-anal-4საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემი ამოცანა იქნება მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი აცხადებს.

კურსი იქნება ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის, ხალხის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი ამოცანა იქნება მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში, ასევე, მეტი ნატო საქართველოში, იმიტომ, რომ ნატოში ისედაც ძალიან დიდია დღეს, უკვე საქართველოს კონტრიბუცია. ეს არის რთული, სერიოზული ამოცანა“, - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

რაც შეეხება მინისტრის  მოადგილეების დანიშვნის საკითხს, ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ მოადგილეების დასანიშნად მას ცოტა დრო დასჭირდება.