აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდს შეხვდა

1martin-aqtual-3საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყანის ურთიერთობების ძირითადი ასპექტები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ხელი მოეწერება "საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ" შეთანხმებას, ასევე საქართველოს მთავრობასა და დანიის მთავრობას შორის გაფორმდება ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია დანიის დახმარება ადამიანთა უფლებების დაცვის, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარების, მედიის თავისუფლების მხარდაჭერისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.