საზოგადოება
„ჟვანიამ გააპარა მამალაძე ქვეყნიდანაც, იმიტომ, რომ ამ საქმეში, მამალაძესთან ერთად, ბარამიძეც, სააკაშვილიც, მაჭავარიანიც და თვად ჟვანიაც იყვნენ და მამალაძემ ყველაფერი იცოდა!“ - საქინფორმის მკითხველი

1Gaapara-sazog-3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. პეტერსონ & ბელქნაფის აშშ-ს ფირმა, სადაც სააკაშვილი კურიერად და ოქრუაშვილი, მგონი, იურისტად მუშაობდა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში წიაღისეული საბადოს ჯერ გაკოტრებას და შემდეგ შესყიდვას აწარმოებდა. ასე დაიწყო მადნეულის და კვარციტის საბადოების თემაც ჯერ კიდევ „მოქკავშირის“ დროს.

ლევან მამალაძე რომ აჩვენეს ოქროს ზოდებით, ეგ ჩვენთან მოპოვებული და შემდგომ რუსეთიდან (მგონი ციმბირიდან) ჩამოსული ოქროს  სადემონსტრაციოდ ჩამოსხმული ზოდები იყო და არა პირადად მამალაძის. შემდეგ ეს ზოდები ლონდონში, როტშილდებთან იგზავნება და ის ადებს ოქროს დამღას - „პრობას“.

ტელევიზიით გამოგვიცხადეს, მამალაძეს 500 კილო ოქრო ჩამოვართვითო. „კაზრეთის საბადოს“ თანამშრომელმა მითხრა, რომ იმ პერიოდში ბანკში 1 ტონა ოქრო იდო, რომელიც „ნაციონალების“ მოსვლის შემდეგ არავინ იცის, სად წავიდა, ისევე როგორც მამალაძისთვის ვითომ ჩამორთმეული 500 კგ ოქრო.

ჟვანიამ გააპარა მამალაძე ქვეყნიდანაც, იმიტომ, რომ ამ საქმეში, მამალაძესთან ერთად, ბარამიძეც, სააკაშვილიც, მაჭავარიანიც და თვად ჟვანიაც იყვნენ და მამალაძემ ყველაფერი იცოდა. იგივე სიტუაცია იყო დანარჩენი წიაღისეულის  საბადოებზე.