აქტუალური
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 13 ნოემბერს, სოლიდარობის ფონდსა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“აქტიურად დაუჭერს მხარს საზოგადოებისათვის ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და კომპანიის საგადამხდელო არხების მეშვეობით ფონდისათვის გადაცემას.
ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა კომპანიის ცენტრალურ ოფისში, რომელსაც ესწრებოდნენ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, კომპანია„ყაზტრანსგაზ-თბილის“-ის მმართველი გია ბენაშვილი და კომპანიის სხვა თანამშრომლები.