აქტუალური
საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა

1-delegaciebi-aqtual-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და საქართველო-ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ყაზახეთი საქართველოს მეგობარი და ტრადიციულად, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რასაც დღევანდელი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნების სხვადასხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა ყაზახეთის მთავრობის მეთაურმა. კარიმ მასიმოვი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ასტანაში საქართველო-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ დონეზე აიყვანს.