საზოგადოება
საქინფორმი: საგარეო-პოლიტიკურ თემებზე დაპირებული სიტყვით გამოსვლის ნაცვლად პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ღარიბაშვილის მთავრობის საშინაო პოლიტიკა გააკრიტიკა და პრემიერი რუსოფილიასა და ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა

saz-1-anსაქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. გასული კვირის სამი მთავარი მოვლენა - პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობაზე სამი დარტყმა იყო.

1 - პრეზიდენტ მარგველაშვილის გამოსვლა პარლამენტში საკუთარი ინიციატივით (პარასკევი, 12:00 სთ);

2 - თავდაცვის ექს-მინისტრის, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ალასანიას გამოსვლა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში „რეაქცია“ (პარასკევი, 22:00 სთ);

3 - ექსმმართველი პარტია „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქცია რუსთაველის პროსპექტზე (შაბათი, 16:00 სთ).

საქინფორმი კომენტარს გაუკეთებს პირველს ამ მოვლენებიდან და მკითხველს გააცნობს საქართველოს პარლამენტისადმი პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართვის ძირითად თეზისებს.

1. დარბაზში, ტრიბუნასთან პრეზიდენტ მარგველაშვილის მიწვევამდე რამდენიმე წუთით ადრე საპარლამენტო უმცირესობამ - ფრაქცია „ნაცმოძრაობამ“ გაათამაშა წინასწარ მომზადებული სპექტაკლი: მოითხოვა დებატების მოწყობა მარგველაშვილის გამოსვლის შემდეგ, რაც არ დააკმაყოფილა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ამიტომ პრეზიდენტის გამოსვლის დასრულებისთანავე ნაცფრაქციამ დარბაზი დატოვა.

2. პრეზიდენტი მარგველაშვილი, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე დაპირებული სიტყვით გამოსვლის ნაცვლად, პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი მთავრობის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა, კერძოდ:

-ჯერ კიდევ 2-3 თვის წინ მე ვაფრთხილებდი, რომ ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობა, პრეზიდენტის საზღვარგარეთული ვიზიტების დაბლოკვა, მისი უფლებების იგნორირება და მთავრობის მიერ მისი ფუნქციების უკანონო შესრულება ხელისუფლების კრიზისამდე მიგვიყვანდა, რაც მოხდა კიდეც! - შედარებით ვუალირებული გამონათქვამებით განაცხადა პრეზიდენტმა;

-ბოლო ხანებში განხორციელდა მთავრობის მიერ ხელისუფლების სრული უზურპაცია, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ ღარიბაშილსა და ივანიშვილს, ასევე მათი ნდობით აღჭურვილ პირებს ემსახურება;

- მთავრობა ორი ბატონის მსახურად იქცა, რაც დაუშვებელია და კრახს გამოიწვევს, ანუ ცდილობს შეუსაბამოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფება რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგებას; ცდილობს შეუსაბამოს თავისი პირდაპირი მოვალეობების და, ამასთან, ივანიშვილის დირექტივების შესრულება;

- უშიშროების საბჭოს სხდომაზე მე ვაფრტხილებდი, რომ ჩვენ - პრეზიდენტი და მთავრობა უნდა გავერთიანდეთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიის წინააღმდეგ, რათა მოვითხოვოთ ყველა დასავლური საერთაშორისო სტრუქტურისგან მკვეთრი რეაქცია ამაზე, რაც არ მომხდარა;

- მე ვეტო დავადე ე. წ. კანონს მოსმენების შესახებ და მომავალშიც გავაკეთებ ამას, რათა შვეზღუდო მთავრობა და აღვკვეთო მის მიერ ხელისუფლების უზურპაცია;

-მთავრობამ უკანონოდ გაათავისუფლა  საყოველთაოდ  წარმატებულად აღიარებული ორი მინიტრი - სოფლის მეურნეობისა და თავდაცვის, რომელთა ბრალის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მაგრამ ამაზე პასუხი არავის უგია.

3. მარგველაშვილის გამოსვლას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის გამოსვლა, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ დღეს საქართველო უსმენდა პრეზიდენტის მიმართვას პარლამენტისადმი და არა პარლამენტისას პრეზიდენტისადმი, ამიტომ საპარლამენტო ნაცმოძრაობის შეურაცხმყოფელი საქციელი უსაფუძვლოა. პრეზიდენტი არ ფლობს არავითარ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და თუ ქვეყანაში რაღაც ცუდი მოხდება, ამაზე პასუხისმგებელი იქნება პარლამენტი და მთავრობა და არა პრეზიდენტი, ამიტომ სპექტაკლის მოწყობა და პრეზიდენტის მიერ წამოჭრილ ყველა 23 თუ 24 თემაზე დისკუსიის მოწყობა არასერიოზულია, - საფუძვლიანად შენიშნა უსუფაშვილმა.