აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას შეხვდა

aqtual-1საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შეხვედრისას მათ ქვეყანაში შექმნილ  პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელეს და თავდაცვის სამინისტროში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება და სასამართლო პროცესი ობიექტურად წარიმართება.

ირაკლი ალასანიამ გიორგი მარგველაშვილს იმ პროექტებთან დაკავშირებითაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელება  თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია და მომავალშიც გაგრძელდება. მათი თქმით, თავდაცვის სფეროს განვითარება იმ ეროვნულ კურსს უკავშირდება, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ აირჩია და ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ წაიყვანს. ალასანიას განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებს.

გიორგი მარგველაშვილმა და ირაკლი ალასანიამ ასევე პროდასავლური პოლიტიკური ძალების გაძლერების აუცილებლობაზე ისაუბრეს.