აქტუალური
საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოჯესი იმყოფება

1-newmini-aqt1საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ამერიკელ გენერალს თავდაცვის უწყებაში უმასპინძლეს. სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოჯესმა განცხადებები გააკეთეს.
“საქართველოში ტარდება სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2014“, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის... გენერალი ჰოჯესი პირადად ჩამობრძანდა საქართველოში, რათა მონაწილეობა მიეღო ამ სწავლების შეფასებაში და შედეგების გაანალიზებაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ.
„გერმანიის შემდეგ პირველად თბილისს ვესტუმრე, რათა სწავლების მიმდინარეობას გავეცნო. ეს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებაზე მეტყველებს, რომელიც მზადაა მხარი დაუჭიროს სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს“, - განაცხადა გენერალმა.