სამართალი
საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და ასევე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა ირმა ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2005 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, „მაკაროვი“-ს სისტემის პისტოლეტიდან გასროლით მოკლა მეგობარი მამაკაცი. კვალის დაფარვის მიზნით ირმა ნ-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ირმა ნ. 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა გვარ-სახელით პერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.