სამართალი
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა

1-gostiica-samart-1საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. სტრატეგიის სამუშაო ვერსია შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ წარადგინა. ღონისძიებას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დოკუმენტის წარდგენისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ძალადობის პრევენციის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ძალადობის ფაქტების შემცირება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ძალადობისგან თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

დოკუმენტში ვრცლად არის განხილული სხვადასხვა სახის ძალადობის (ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში) პრობლემის არსი, გამომწვევი მიზეზები, პრევენციის მექანიზმები და გამოწვევები.

ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების დოკუმენტში აღნიშნულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; მოსახლეობაში სამართალდამცავი სტრუქტურების საქმიანობისადმი ნდობის გაღრმავება; სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა (პედაგოგების, მანდატურების, ექიმების, სოციალური მუშაკებისა და მართლმსაჯულების სისტემის მოხელეთა) გადამზადება.