სამართალი
შსს-მ ბორჯომის რაიონში უკანონოდ მოქმედი საწარმოები დალუქა

1-borjom-samart-2საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში უკანონოდ მოქმედი სამი საწარმო გამოავლინეს და დალუქეს.

აღნიშნულ საწარმოებში ფალსიფიცირებულ მინერალურ წყალს – „ბორჯომსა“ და „ლიკანს“ აწარმოებდნენ.

სამართალდამცველებმა საწარმოებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 4650 ბოთლი ფალსიფიცირებული მინერალური წყალი, ასევე 1423 ბოთლის საცობი, 550 ბორჯომის ეტიკეტიანი ცელოფანი, 3 ცალი 200 ლიტრიანი პლასტმასის ავზი მინერალური წყლით, მინერალური წყლის ჩამოსასხმელი 4 დანადგარი, 1 ჟანგბადის ბალონი, გაზიანი წყლის დასამზადებელი სპეციალური აპარატი, 3 დამხმარე ხელსაწყო და პოლიეთილენის შესაფუთი კუსტარული დანადგარი ამოიღეს.

გამოძიება ფალსიფიკაციის და ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა- გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.