სამართალი
შსს-მ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავა

1-obvinenie-samart-3საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა კახი კ. და ლუკა ს. ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

დაკავებულები ორი თვის განმავლობაში გიგა ნ-ს სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ოჯახის კუთვნილ ოქროს სამკაულებს სძალავდნენ და ლომბარდში აბარებდნენ. შემდეგ ამავე ოქროულობის ვითომდა გამოსყიდვის მიზნით, დაზარალებულს ფულს სთხოვდნენ.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს.